saqarTvelos tbebi - lamazi tba

მდებარეობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°30`35` ჩ. გ. 43°41`44` ა. გ.
ფართობი 0.11 კმ²
საშუალო სიღრმე 11.4 მ
მაქსიმალური სიღრმე 16.5 მ
აუზის ფართობი 1.48 კმ²

 

მყინვარული ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსარის ქედზე. წყლის სარკის ფართობი 0,11 კმ², აუზის ფართობი 1,48 კმ². უდიდესი სიღრმე 16,5 მ, მოცულობა 1,25 მლნ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაუდინარია, მაღალი დონე აქვს ზაფხულში, დაბალი - ზამთარში. წყალი სუსტად მინერალიზებულია, სუფთა და გამჭვირვალე.